აქცია პარლამენტთან
ფიზიკური დაპირისპირების და აქციის ფონზე მიმდინარე საპარლამენტო განხილვა. რუსთაველის გამზირი ისევ პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრშია. პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლა მიმდინარეობს - ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილი მოქალაქეები უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ და ინიციატივების უკან გაწვევას ითხოვენ. დღეს დაწყებული საკომიტეტო სხდომების ჩაშლას მთავარ მიზნად აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც პარლამენტში მომხდარი დღევანდელი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის წინ დგანან. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კრემლის დავალებად და კონსტიტუციის დარღვევად აცხადებენ კანონპროექტებს, რომელთაგან ერთი არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვას ავალდებულებს, მეორე პროექტი კი ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ქართული თარგმანია. ამ წუთებში ხმაურია ჩიტაძის ქუჩაზე. გზის გადაკეტვის მცდელობას რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება რუსთაველის გამზირზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
TV IMEDI
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster