აშშ უკრაინას 3 მილიარდით დაეხმარება


აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამმილიარდიანი დაფინანსება გამოყო. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, უკრაინა „ბრედლის“ ტიპის 50 ერთეულ საბრძოლო ქვეითთა მანქანას მიიღებს. დახმარება ასევე მოიცავს ჯავშანტრანსპორტს, თვითმავალ ჰაუბიცებს, სარაკეტო შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს. აღნიშნული თანხიდან 225 მილიონი დოლარი უკრაინის არმიის მოდერნიზაციასა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება.

ეს აშშ-ის მხრიდან ერთჯერადი დახმარების ყველაზე მასშტაბური პაკეტია. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 25 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია. დახმარებისთვის აშშ-ს უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან