დმანისში საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
☑️25 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ, აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის და არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექთს ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად დმანისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნეს. ☑️ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი ძირითადად დიაბეტით ასთმითა და სხვა არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტებს მოემსახურება. ცენტრში გაიმართება სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს დაავადების დამოუკიდებლად მართვის პროცესში. ➡️,,მოხარული ვარ რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობით დღეს დმანისში გავხსენით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სეზონურად მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე მსურველს მოემსახურება. ბენეფიციარები ადგილზე კვალიფიციური პერსონალის მომსახურებით ისარგებლებენ და გარდა სამკურნალო პროცედურებისა, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ყველა იმ წამოწყებისა და ინიაციატივის მხარდამჭერები, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული“-განაცხადა გუბერნატორმა. ☑️აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO). #ქვემოქართლი2018 #დმანისი2018 #სარეაბილიტაციოცენტრი2018 #გუბერნატორი2018 #გრიგოლნემსაძე2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე ანშლაგი ღია ცის ქვეშ - კულტურულ-საგანმანათლებლო დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში განვითარებულ მოვლენებტან დაკავშირებით მბუდსმენი სპე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დმანისში ვითარება სტაბილურია
TV IMEDI
დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდები 100 საუკეთესო აღმოჩენას შორის...
TV IMEDI
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში კონფლიქტი ამოწურულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში შვეიცარიული მოდელის აგრარული სკოლა გაიხსნება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი