საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის პოზიცია


17-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. პირველი ფრენა 16 იანვარს განხორციელდა. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ამ ეტაპზე ფრენები ხორციელდება სამი ლოკაციიდან -  ბაკურიანი, გუდაური და ანანური. საერთო ჯამში კი, პარაპლანის მართვის სერტიფიკატი 250 მსურველიდან მხოლოდ 90-ს მიენიჭა. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებებმა საერთაშორისო სტანდარტებში მოაქცია სექტორი, თუმცა მისი სრულყოფისთვის ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან