პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრების პრესკონფერენცია

31.07.2022 01:48

რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების არარსებობა - გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციაში ისაუბრეს.
ფედერაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს სფერო სათანადოდ რეგულირებული არ არის და არც მისი შემოწმება ხდება. ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ახლა ერთ-ერთი სწორი გზა დაინტერესებული პირების შეკრება და უსაფრთხოების ზომების მიღებაა, რაც პირველ რიგში პილოტის კვალიფიცირებასა და აღჭურვილობის გამართულობას ეხება. მედიასთან საუბრისას, ფედერაციაში შსს-ს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პარაპლანით ფრენის აკრძალვა რადიკალური ნაბიჯი იქნება და ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო