ხმაური ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და გიორგი ბოტკოველმა დღის წესრიგში განსახილველად ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს. იმის გამო, რომ საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას სხდომაზე განსახილველად წინასწარ არ ჰქონდა წარდგენილი, საკრებულოს სხდომის ბოლოს განიხილეს. დეკანოიძის თქმით, ყვარლის ჰოსპიტალს არ აქვს რეანიმაცია და არ ჰყავს რეანომობილი, ექიმებს პაციენტების გადაყვანა თელავში უწევთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და ზოგჯერ პაციენტის გარდაცვალებით სრულდება. მისი განცხადებით, მისი ბიძაც ამ მიზეზით გარდაიცვალა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პასუხმა გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ დეკანოიძის ბიძის გარდაცვალების მიზეზი არა შეუსაბამო პირობები, არამედ სტენტირების ოპერაციისთვის მის მიერ დაგვიანებული მიმართვა გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური ახალსოფელში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ყვარლის საკრებულოს დეპუტატები გამგებლის იმპიჩმენტს მოითხოვენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
დაპირისპირება და ხმაური ყვარლის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებული არიან: ყვარლის გამგებელი, რამდენიმე რწმუნებული და...
ტელეკომპანია თანამგზავრი
საპროტესტო აქცია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ყვარელის რაიონში
TV IMEDI
პაატა ქურდაძის ისტორია #ჩვენდაგარემო
პირადი ექიმი- მარი მალაზონია
ხმაური
teona mjavanadze