ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
04/07/2020
კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ეს არის ამ კლინიკისთვის პირველი ლეტალური შემთხვევა. თანხმლები მძიმე დაავადებების გამო, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. იზრდება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც: საქართველოში ვირუსისგან უკვე 46 ადამიანია განკურნებული.
დილიდან ამ დრომდე ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ბოლო ხუთ დღესთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია. შიდა გავრცელების პირველი ფაქტია დაფიქსირებული ბათუმში. პაციენტი ,,ცხელების ცენტრამდე” სხვა კლინიკაში იმყოფებოდა, რის გამოც, რამდენიმე ექიმის კარანტინში გადაყვანა გახდა საჭირო. თბილისის ინფექციური საავადმყოფო პიკს, ორ ან სამ კვირაში პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 1 000-ს არ გადააჭარბებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.