გემუანი ევროპული ხარისხის პროდუქტი

06/10/2019
Radio Atinati-ის მიერ

კომპანია „გემუანი“2011 წელს დაარსდა. მის მფლობელობაშია 111 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, ასევ გაშენებულია კივის ბაღები, ჩაისა და თხილის პლანტაციები.

გემუანი, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, ვიტამინებით სავსე და მაღალი კლასის პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, აღიარებულია ინოვატორად სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და გადამუშავებაში. კომპანიის მიზანია ჯანსაღი საკვების წარმოება, რითიც ინარჩუნებს სურსათის უვნებლობისათვის აღიარებულ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.


ვიდეო მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან