მკვლელობა თბილისში


საზარელი მკვლელობა თბილისის ცენტრში.

გვიან ღამით, მოქმედმა პოლიციელმა დოლიძის ქუჩაზე მეუღლე და სიდედრი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ის დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ოთხი გასროლის ხმა დოლიძის მცხოვრებლებმა დაახლოებთ 12 საათზე გაიგეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ორ მოზარდთან ერთად მომხდარს ყავს კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც გასროლის დროს მოკლულების ბინაში იმყოფებოდა. 

რა გახდა მკვლელობის მიზეზი - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. იმის გამო, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან