მკვლელობა თბილისში

05.09.2019 02:49

პოლიცია 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს. თემქაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოკლულის ცხედარი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ადგილზე მეხანძრეები ხანძრის ჩასაქრობად შევიდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა ცეცხლი დანაშაულის დაფარვის მიზნით განზრახ გააჩინა. როგორც ირკვევა, დამნაშავემ სახლი გარედან ჩაკეტა და გასაღებიც თან წაიღო. გამქრალია ძვირფასეულობაც, რომელიც, როგორც ახლობლების მონაყოლიდან ირკვევა, სახლში რამდენიმე დღის წინ მიიტანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: