მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი ახალი სქემით ჩანაცვლდება
“ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი ახალი სქემით ჩანაცვლდება, რაც პედაგოგის პროფესიაში შესვლას, განვითარებას და კარიერულ ზრდას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მასწავლებლები კატეგორიებად დაიყოფიან. ცვლილება საქართველოს მასშტაბით 68 000 პედაგოგს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად დაიყოფიან: მენტორი მასწავლებელი - პედაგოგის უმაღლესი კატეგორია; მკვლევარი მასწავლებელი - პირველი კატეგორია; წარჩინებული მასწავლებელი - მეორე კატეგორია; პრაქტიკოსი მასწავლებელი - მესამე კატეგორია. ცვლილებების მიხედვით, თუ დირექტორი, ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გათავისუფლდა მოვალეობის შესრულებისთვის, მას კონკრეტული თანამდებობის დაკავების უფლება გარკვეული ვადით შეეზღუდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1utNklX
მსგავსი ვიდეოები
სანიკიძე: მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემაზე ჯერჯერობით კო...
Ajara TV
მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან 2.12.2014
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი
მასწავლებელთა გამოცდები 2019 და პროფესიული სტანდარტები განათ...
TV IMEDI
„მასწავლებელთა ონლაინსაზოგადოება - საქართველო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასწავლებელთა გამოცდები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასწავლებელთა სასერთიფიკატო...
odishitv
მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster