აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

29.10.2022 00:53

მამაკაცი, რომლიც ხელყუმბარით აფეთქებისას დაშავდა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პარამეტრები უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, თუმცა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ქირურგიული ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის, გულ-მკერდისა და ასევე ფეხების არე. შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცმა, რომელმაც სასტუმროს ნომერი დაიქირავა, ხელყუმბარა ააფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მამაკაცისთვის ფინანსური პრობლემები გახდა. დაილუქა სასტუმროს შენობა და დაიწყო გამოძიება. მოკვლევა 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასროლას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აფეთქების დროს დაშავებულთა მდგომარეობა
03:56

აფეთქების დროს დაშავებულთა მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა
04:47

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა
00:50

აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გურამიშვილის ქუჩაზე დაშავებულების მდგომარეობა
04:10

გურამიშვილის ქუჩაზე დაშავებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტყიბულის შახტში დაშავებულების მდგომარეობა
01:03

ტყიბულის შახტში დაშავებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორია გურამიშვილის გამზირზე დაშავებულების მდგომარეობა
00:55

როგორია გურამიშვილის გამზირზე დაშავებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა
00:54

ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფეთქება თემქაზე
01:15

აფეთქება თემქაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო