ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

10.07.2019 00:54

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა „ინგოროყვას“ კლინიკაშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდე ერთ მამაკაცს „ამტელის“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში აფეთქება ღამით მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ ხელყუმბარა შეაგდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო