ერთჯერადად შესვლა პარლამენტში - „რესპუბლიკელების“ ინიციატივა


აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში. ფაქტია, რომ ხათუნა სამნიძის ინიციატივამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებში კიდევ ერთი დისონანსი შეიტანა. „გირჩის“ და ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის და უბარიერო პროპორციული არჩევნების მხარდაჭერის წინადადებას რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ნეგატიური რეაქციები მოჰყვა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგანაც“, რომელიც „რესპუბლიკელებთან“ ერთად ერთ ბლოკშია გაერთიანებული. აღმოჩნდა, რომ სამნიძის გუშინდელი ინიციატივის გარშემო პოზიციები „რესპუბლიკელებს“ შორისაც გაყოფილია. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ შეთავაზება ძალაში რჩება - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 113 ხმით მისაღები უბარიერო სისტემის მოთხოვნაზე ოპოზიცია ჩამოყალიბდება, მმართველი გუნდი შესაბამისი ინიციატივის განსახილველად მზად არის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან