დავით საგანელიძე საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიაზე საუბრობს

02/21/2018

დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდში“ 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების განვითარება მოხდება. -ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფონდში შექმნეს სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და ეს ადამიანები თავად ქმნიან ბიზნეს გეგმებს. „ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ ამ ე.წ. თაროს, სადაც ბიზნესპროექტები იქნება ჩალაგებული ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის და ვიტყვით, რომ აი ბიზნესი, სადაც თანხის 49% ჩვენ ვდებთ. ვის გაქვთ ბიზნესში შემოსვლის სურვილი და უკეთესი პირობა – აიღოთ 51% და დაიწყოთ ეს ბიზნესი\".

Facebook : https://www.facebook.com/PartnershipFund
Twitter : https://twitter.com/GeoPartnership
LinkedIN : https://www.linkedin.com/in/partnersh...
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

ვიდეოები „საპარტნიორო ფონდი"-ისგან