თითოეულ დოლარზე 7–8 დოლარი მოზიდული ვალუტაა
„საპარტნიორო ფონდს“ 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს, მასში ჩვენი ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ დოლარზე 7–8 დოლარი მოზიდული ვალუტაა, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. დავით საგანელიძის თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია და ტურიზმი. „ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პროექტი არის ისეთი, რომელიც ნაკლებად საინტერესოა ან ნაკლებად საყურადღებო. არის პროექტები, რომლებიც ერთ მილიარდზე მეტს მოიცავს. მაგალითად, „ნენსკრას პროექტი“, რომელიც 1,100 მილიარდს მოიცავს, მოცულობითი პროექტია, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ მხოლოდ 10%–ით მონაწილეობს. არის პროექტები, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 1–2 მლნ დოლარია და ესეც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებია. "ჩემი აზრით, ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფონდის მიერ ჩადებულ თითოეულ ერთეულზე რამდენი ერთეული ვალუტა შემოდის. მარტივად რომ ვთქვა, თუ ფონდი დებს ერთ დოლარს, რამდენიმე დოლარი ინვესტიცია შეიძლება ამ ერთმა დოლარმა მოიზიდოს. გეტყვით, რომ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს ჩვენ, ანუ ეს არის ჯამური მოცულობა იმ პროექტებისა, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ და მასში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ დოლარზე 7–8 დოლარი მოზიდული ვალუტაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგანელიძემ. Facebook : https://www.facebook.com/PartnershipFund Twitter : https://twitter.com/GeoPartnership LinkedIN : https://www.linkedin.com/in/partnersh... Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990
საპარტნიორო ფონდი-ის სხვა ვიდეოები
დავით საგანელიძე ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლ...
25:00
დავით საგანელიძემ TV პირველის გადაცემა „საქმის კურ...
07:21
რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენ...
13:00
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქ...
01:07
„საპარტნიორო ფონდი“ საქართველო-იაპონიიის ბიზნეს ფო...
04:15
თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარ...
08:50
ATC-ი თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვე...
02:42
" ის რომ ეს საქართველოში კეთდება ნიშნავს რომ საქარ...
მსგავსი ვიდეოები
თითოეულ დოლარზე 7–8 დოლარი მოზიდული ვალუტაა
საპარტნიორო ფონდი
დავით საგანელიძე "საპარტნიორო ფონდის" პროექტებზე საუბრობს
საპარტნიორო ფონდი
სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თითოეულ ხმას დავიბრუნებთ - ზაალ უდუმაშვილი
Formula News
10 რამ,რაც არასოდეს მომხდარა,მაგრამ მაინც ყველას სჯერა
იცოდით, რომ
#ახალიდღე საახალწლო ხელნაკეთი დეკორატიული სახლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Top Kids - ვინ მოიპოვა "მის და მისტერ New Star-ის" ტიტული?
Music Box
იყავი ჩემი რეკომენდატორი!
George Tumanishvili