© https://mtisambebi.ge/ - „15 წელზე მეტია მარტო ვართ. რატომ გარბისო ხალხი? თოვლი თუ ჩამოვა, გზა თუ არ გაიხსნა, ხან ორი თვე ზამთარში შუქი არ გვაქვს. გზაც არაა. პატარა ბავშვები ჰყავთ სოფელში, რამე რომ დასჭირდეთ, რა ქნან? გარბიან, აბა რას იზამენ. მსაყვედურობენ, რატომ ამბობო სინამდვილეს. სიმართლეს რომ ვლაპარაკობ, მაგინებენ. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, აქედან წამსვლელი მე არ ვარ. ერთი ტრაქტორი გვინდა სოფელში, რომ გზა გვქონდეს, სახვეწარი არ იყოს“, - კორნელი გაზდელიანი - სოფელი ბავარი, ლენტეხის რაიონი.
2002 წლის აღწერით, ბავარი 80-მდე ადამიანს ითვლიდა, ახლა კი მხოლოდ ძმები, კორნელი და ჯაჯუ გაზდელიანები ცხოვრობენ.
2002 წლის აღწერით, ბავარი 80-მდე ადამიანს ითვლიდა, ახლა კი მხოლოდ ძმები, კორნელი და ჯაჯუ გაზდელიანები ცხოვრობენ.