ექვსი წელი ისტორიული შეთანხმებიდან #LIVE

27.06.2020 35:15

• ექვსი წელი ასოცირების შეთანხმებიდან და საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღების ისტორიული კადრები - რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ, რა რეფორმები განახორციელა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და როგორია საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასება;  • აღიარებენ თუ არა ბრალს 19 წლის სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები, როგორ აღმოჩნდა ინციდენტის ადგილზე საქმის მთავარი ეპიზოდის ფიგურანტი, გიგა ტატიაშვილი და რას აცხადებენ ბრალდებულთა ადვოკატები; • დგას თუ არა აშშ-ი ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზე, რა დამატებით ზომებს მიმართავს ქვეყანა შემთხვევების მატებასთან ერთად და რას სთხოვს ახალგაზრდებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი;  • შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი და რეგიონის გამორჩეული ადგილი ქვეყნის ტურისტულ რუკაზე - მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ხელთუქმნელი ბუნება, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და უნიკალური არტეფაქტები. იმოგზაურე საქართველოში და აღმოაჩინე ის, რაც შენია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: