საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში


ენერგოუსაფრთხოება, ლოგისტიკური, სატრანსპორტო პროექტები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება - ორი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს დღეს ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ რეგიონული ტურნე ბაქოში ვიზიტით დაიწყო და პრემიერის რანგში აზერბაიჯანს პირველად ესტუმრა. მაღალი დონის შეხვედრებზე მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან ერთად, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებები გამართა მის აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც.

მთავრობის მეთაურის ვიზიტს ბაქოში ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან