პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში


რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი ორმხრივი სამთავრობო კომისია მუშაობას განაახლებს.

კოვიდ-პანდემიის გამო შეფერხებული პროცესის გაგრძელება და დიალოგის დაჩქარება ბაქოში შეთანხმდა, სადაც საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ დავით გარეჯის თემა იყო. თუმცა, ოფიციალურ განცხადებებში არ დაკონკრეტებულა, ისაუბრა თუ არა პრემიერ-მინისტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილთან დაკავშირებულ ახალ გარემოებაზე, ანუ 1938 წლის რუქაზე, რომელიც თვეების წინ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური პრობლემების კონტექსტში ინვესტიციების და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზეც ისაუბრეს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან