შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
„ადამიანი როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის „ტვიტს“, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. საუბარია პრეზიდენტის იმ პოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს“. "მან ეს გააკეთა თავის „ტვიტში“, როდესაც მათ „სპეცნაზელები“ უწოდა და რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა ქართული პოლიციის წინააღმდეგ.“- განაცხადა პაპუაშვილმა. აღნიშნული „ტვიტის“ შემდეგ კი, პრეზიდენტმა განცხადება უკვე „ფეისბუქზე“ გაავრცელა, სადაც წერია : „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“ - დაწერა პრეზიდენტმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster