აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების შეხვედრა სოჭში


შეხვედრა, რომელმაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომავალი ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა განსაზღვროს.

მედიის ყურადღება სოჭში მიმდინარე აუდიენციისკენაა მიმართული. 10-თვიანი პაუზის შემდეგ ალიევი და ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე ჩანიშნული შეხვედრა რეგიონში გამწვავებულ სიტუაციას ემთხვევა. ცოტა ხნის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. სამი ქვეყნის ლიდერებმა იმსჯელეს, როგორ სრულდება შარშანდელი საომარი მოქმედებების შემდეგ დადებული სამშვიდობო შეთანხმება, როგორ უნდა გაკონტროლდეს რისკები და რა ნაბიჯებია ვითარების ესკალაციის პრევენციისთვის მომავალში გადასადგმელი. რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მთავარი თემა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პოსტსაომარ პერიოდში საზღვრების დემარკაციის საკითხი იყო, რაც უკვე არაერთხელ გახდა შეტაკებების მიზეზი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან