26 მაისი-"ქართული იარაღ-საჭურველის" გამოფენა
26 მაისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა გახსნეს. ექსპოზიცია „ქართული იარაღ-საჭურველი" დამთვალიერებელს აცნობს XVII საუკუნიდან XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული იარაღის სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს. ყურადღება გამახვილებულია იარაღის განსაკუთრებით გავრცელებულ სახეობებზე, რომლებიც ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით არის დამზადებული. გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს შემოვიდა მუზეუმის ფონდებში, ესენია: ხმლები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩები და სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღის უმნიშვნელოვანესი კოლექცია. ექსპოზიციაზე მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ასევე მეფე-მთავართა მემორიალური ტიპის ექსპონატებსა და მე-18 საუკუნის თბილისში ჩამოსხმულ ზარბაზანს. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045