პროექტი „ექსკურსია მუზეუმებში“ დაიწყო
კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის - „ექსკურსია მუზეუმებში“ - მიხეილ გიორგაძის ინიციატივაა, რომლის მიზანიც მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა. 16 მაისს, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის პრესკონფერენცია გაიმართა. „ექსკურსია მუზეუმებში“ - პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება ესტუმროს ნებისმიერ მუზეუმს საქართველოს მასშტაბით, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს, ასევე მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე - http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტში, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუზეუმი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე ► http://e.gov.ge/DIzgX http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას მიერ მოყოლილი პირველი პრეზიდენტი...
პროექტი „ექსკურსია თეატრებში“ მოსწავლეთათვის
ტელეკომპანია თანამგზავრი
ექსკურსია პროექტი ,, ასურელი მამები საქართველოში
natia makrakhidze
„ექსკურსია თეატრებში“ პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
culturegovge culturegovge
„ექსკურსია თეატრებში“ პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
culturegovge culturegovge
პერიფერია - ექსკურსია (EP)
პერიფერია
ექსკურსია თეატრში - ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკურსია თეატრში - ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster