„ექსკურსია თეატრებში“ პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
აქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის - „ექსკურსია თეატრებში“, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, 21 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაუძღვნენ. პროექტის „ექსკურსია თეატრებში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს, სპექტაკლებზე კი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე ► http://e.gov.ge/Nblqf http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ექსკურსია თეატრებში“ პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
culturegovge culturegovge
ექსკურსია თეატრში - ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკურსია თეატრში - ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტი „ექსკურსია თეატრებში“ მოსწავლეთათვის
ტელეკომპანია თანამგზავრი
ექსკურსია თეატრებში
შუადღე GDS / shuadge GDS
ექსკურსია თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკურსია ლ მესხიშვილის თეატრში
Lia Chxikvadze
ექსკურსია
Lali Tetradze