საქართველოს ევროპული პერსპექტივა


საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.

ევროკომისიის შეფასებების შემდეგ ევროპული საბჭოს ჯერი დგება - ხვალ და ზეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, იმსახურებენ თუ არა ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება დიდი ალბათობით იმ რეკომენდაციის მსგავსი იქნება, რომელიც 17 ივნისს ევროკომისიამ გასცა. ხვალინდელი სამიტის წინ სამივე ქვეყნის პერსპექტივას დღეს კიდევ ერთხელ განიხილავენ ევროპარლამენტში, სადაც დებატები გაიმართა. ცალკეული ევროპელი დეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ ტრიოს ქვეყნების განცალკევება არ უნდა მოხდეს და დათქმებით კანდიდატის სტატუსი საქართველომაც უნდა მიიღოს. 

„მოამბე“ ბრიუსელიდან, - სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დებატებს და ევროპელი პოლიტიკოსების წინასწარ განწყობებს გაგვაცნობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან