აღმოჩენილი კედლის მხატვრობა 1.

04/04/2011
Shan Mshan-ის მიერ

ქართველმა მეცნიერებმა კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუში აღმოაჩინეს. ზემო იმერეთში, სოფელ ვაჭევში კირქვაში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა მეცნიერთა გათვლებით, 300 ათას წელს ითვლის.

უნდოს მღვიმეში კედელზე გამოსახული ადამიანის ფიგურა შესაძლოა საქართველოში კედლის ერთ-ერთ უძველეს მხატვრობად შეფასდეს.

მღვიმის კედელზე გამოკვეთილ კაცუნას ხელები კი ცისკენ აქვს აზიდული, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ ამ ადგილს სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ მღვიმის ბოლოს აღმოჩენილ ბუნებრივ ჭაში ადამიანებისა და ცხოველების ნაშთებს -- ერთად მიაკვლიეს. აღმოჩენილია ასევე შრომის იარაღები.

მღვიმე მეცნიერმა ნიკა თუშაბრამიშვილმა 2006 წელს აღმოაჩინა. ზემო იმერეთში ბევრ ბუნებრივ გამოქვაბულს მიაკვლიეს, თუმცა უნდო ყველასგან გამორჩეული იმითაა, რომ ის ამ დრომდე შეუსწავლელია.

http://www.rustavi2.com/news/news_tex...