მინდელის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

01.02.2022 01:20

ტყიბულის შახტში აფეთქების დროს დაშავებული რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა საყურადღებოა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას სხეულის 60%-ის დაზიანება და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მუშაობს სპეციალური კომისია, ასევე მიმდინარეობს გამოძიება. პირველადი მოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების წესების დარღვევებზე, მათ შორის ჰაერში მეთანის კონცენტრაციის გადაჭარბებულ მაჩვენებელზე მიუთითებს. შახტი, სადაც ქვანახშირის მოპოვების მიზნით აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დროისთვის დახურულია. მოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა სამუშაო პროცესი ტრაგედიის ადგილზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მინდელის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:01

მინდელის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მინდელის შახტში დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა
01:56

მინდელის შახტში დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
01:40

მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მინდელის შახტი დროებით დაილუქა
03:42

მინდელის შახტი დროებით დაილუქა

TV IMEDI

ქრონიკა 17:00 საათზე - 16 ივლისი, 2018 წელი
01:00:27

ქრონიკა 17:00 საათზე - 16 ივლისი, 2018 წელი

TV IMEDI

მინდელის შახტაში დაშავებულები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
01:06

მინდელის შახტაში დაშავებულები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩე...

POS TV

სასამართლო განხილვა მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე
01:13

სასამართლო განხილვა მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის საქმე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი დაიწყო
02:39

„საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო