მინდელის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტყიბულის შახტში აფეთქების დროს დაშავებული რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა საყურადღებოა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას სხეულის 60%-ის დაზიანება და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მუშაობს სპეციალური კომისია, ასევე მიმდინარეობს გამოძიება. პირველადი მოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების წესების დარღვევებზე, მათ შორის ჰაერში მეთანის კონცენტრაციის გადაჭარბებულ მაჩვენებელზე მიუთითებს. შახტი, სადაც ქვანახშირის მოპოვების მიზნით აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დროისთვის დახურულია. მოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა სამუშაო პროცესი ტრაგედიის ადგილზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მინდელის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინდელის შახტში დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინდელის შახტი დროებით დაილუქა
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 16 ივლისი, 2018 წელი
TV IMEDI
მინდელის შახტაში დაშავებულები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩე...
POS TV
სასამართლო განხილვა მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის საქმე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster