ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იგნორირებულია. მოსკოვში რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ინფორმაციით, იბომბება ქალაქი განჯა და აღდამის რეგიონი. თავის მხრივ, ოფიციალური ერევანი ბაქოს ქალაქ ჰადრუტის აღების მცდელობაში და იქ მასშტაბური ოპერაციის დაწყებაში ადანაშაულებს. მსხვერპლია ორივე მხარეს. სომხეთის პირველი დიპლომატი მოსკოვში ჩავიდა. ჩიხში შესული პროცესის და დარღვეული ზავის ფონზე საერთაშორისო საზოგადოება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებს. ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგში სწორედ მთიანი ყარაბაღის პრობლემის განხილვაა.
ევროპელი დიპლომატებთან ერთად მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფიც. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, სომხური მხარე აქტიურად საუბრობს ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მიღწეული შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს, თუმცა დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების დაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, საფრანგეთთან, რუსეთთან და ამერიკასთან ერთად მოლაპარაკებებში თურქეთი არ ჩაერთვება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.