სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
მოსკოვში მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად ჩაიშალა - მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს. დაზავებიდან მეოთხე დღესაც კი დაღუპულთა ცხედრების და მძევლების გაცვლის პროცესი არ დაწყებულა. უპასუხოდ რჩება „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის მოწოდებები, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, გაცვლის პროცესში უნდა ყოფილიყო ჩართული. ვითარების დასტაბილურების ნაცვლად სადავო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. რიტორიკა უცვლელია: ოფიციალური ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებენ. შეიარაღებული დაპირისპირების არეალში ახალი ცხელი კერები ჩნდება. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის პირობების დარღვევაშიც, ამ ფონზე კი მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს ყოველდღიურად იმატებს. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედროებთან ერთად, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე აცხადებენ. ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, შეიარაღებული კონფლიქტი უკვე ჩვიდმეტი დღეა გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
TV IMEDI
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
TV IMEDI
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - "ქრონიკა" სომხეთიდან
TV IMEDI
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - "ქრონიკა" საომარი მოქმედებებ...
TV IMEDI