#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2024 #LIVE


• ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის მთავარი გზავნილები - სააკაშვილის გათავისუფლების, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებების, გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნა და ვიზალიბერალიზაციაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდება ევროკომისიას; ოპოზიციას სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის მიმართ მაღალი მოლოდინი აქვს, „ქართული ოცნება“ კი ევროდეპუტატთა მხრიდან შანტაჟის ენაზე საუბრობს და მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს
• ზესტაფონის შემოვლითი, ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნა - ახალი მარშრუტი და მგზავრობის მკვეთრად შემცირებული დრო; 2,6 მილიარდი ლარი რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება
• ახალი ფიგურანტი შავაძის საქმეში - აჭარის კუდ-ის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი და რიგით მეცამეტე ბრალდებული რეზონანსულ საქმეში; პროკურატურა მალხაზ აბულაძეს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტზე თავდასხმის და უკანონო დაკავების ხელშეწყობაში ედავება; საქმის დეტალები და მხარეთა პოზიციები
• აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები მსოფლიო ყურადღების ცენტრში - ენტონი ბლინკენის შეხვედრები ჩინეთში და სამდღიანი ვიზიტის შედეგები; მხარეთა გზავნილები, მითითებები და ურთიერთობათა ნორმალიზების პერსპექტივა

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან