თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების მეცნიერებმა მიიღეს. პირველად უმაღლეს სასწავლებელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა ეწვია. კონფერენცია შიო არაგვისპირელის შემოქმედებას მიეძღვნა. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია თბილისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kLPVCy
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kLPVCy