9 აპრილისადმი მიძღვნილ საფეხბურთო ტურნირში ჭითაწყარის სკოლამ გაიმარჯვა

04/18/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, რუხის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. მასში ოთხი სოფლის: რუხის, ჭთაწყარის, ოდიშისა და ზედაეწერის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგზარდული საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის ივიკო შენგელიას თქმით, შეჯიბრი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველ 9 აპრილს გაიმართება.

„უამინდობის გამო, წელს დაგეგმილ დღეს ვერ ჩავატარეთ და თამაშები 17 აპრილს გავმართეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის ამიერიდან ყოველ 9 აპრილს გაიმართება“, - თქვა ივიკო შენგელიან.

აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი ჭითაწყარის სკოლამ დაიკავა, გამარკვებულ გუნდს თასი და მედალები გადაეცა.



რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან