აქცია სოფელ ვარდისუბანში


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირის ახლობლები და თანასოფლელები ამ წუთებში აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი თანასოფლელი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის საფუძველზე უკანონოდ დააკავეს. ისინი სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

ინციდენტი დღეს მოხდა, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა.

პირად საუბარში პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, ადგილი ჰქონდა შემთხვევით გასროლას, რის შედეგადაც დაზიანება თავად იარაღის მფლობელმა მიიღო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან