რუსეთის ძალები განაგრძობენ უკრაინის დასახლებების დაბომბვას
რუსეთის ძალები ისევ განაგრძობენ უკრაინის დასახლებების დაბომბვას. მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ბოლო დღე ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავდასხმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე და იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტსა და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 356-ე დღე - რუსეთის არმია უკრაინული დასახლებების დაბომბ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 356-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 44-ე დღე - ვითარება უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 44-ე დღე უკრაინაში - ვითარება ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster