საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება
12/03/2021
შვედეთიდან რუსეთმა საქართველოს გამო მწვავე და მკაფიო გზავნილები მიიღო.
ეუთო-ს მინისტერიალი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი განცხადების მიღებით დასრულდა. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოზე 18-პუნქტიანი ერთობლივი განცხადება დაამტკიცა, რომელიც მოსკოვს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორების ოკუპაციას და ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევას არასდროს შეეგუება. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა ეუთო კრემლს ორი წლის წინ ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელების სასწრაფოდ გახსნისკენაც მოუწოდებს. განცხადების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია ეუთო-ს მისიის სრულფასოვანი აღდგენა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის მისიების დაშვება. უკანონო გატაცებები, ეთნიკური ნიშნით დევნა, პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზთან კიდევ უფრო გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება - სტოკჰოლმში მიღებული განცხადების ავტორები რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებასაც ახსენებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.