18-20 ივლისს, თბილისში, ევროპის სახლში, ქალთა ფონდმა საქართველოში ასოციაცია არტისტერიუმთან ერთად - უსახლკარო, მარტოხელა დედების დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიებაზე - სახელწოდებით „მისი სახლი\" - ინტერიერის ნივთების გაყიდვით შემოსული ფული მთლიანად მოხმარდება ყოფილი კარდეოლოგიის ინსტიტუტში უკიდურესად გაჭირვებაში მცხოვრებ უსახლკარო მარტოხელა დედებს. ისინი თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად მუდმივად გამოსახლების შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 24 აპრილს მიღებულ #126 დადგენილებაში, 2013 წლის 17 მაისს, სიღატაკის დონის შემცირების მიზნით, ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი და უსახლკაროდ დარჩენილი პირების განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში. ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკარო ქალები და მათი შვილები მინიმალური საარსებო შემწეობის გარეშე დარჩნენ.
ექსპონატების დათვალიერება და ყიდვა სამი დღის განმავლობაში იყო შესაძლებლი ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში. დიზაინერებმა ულამაზესი ნივთები გამოფინეს საკუთარი კოლექციებიდან, ასევე საკუთარი ნივთების შემომწირველები გახდნენ მხატვრები, მუსიკოსები, კინომცოდნეები, ჟურნალისტები და ქველმოქმედი ადამიანები. ექსპოზიცია ასოციაცია არტისტერიუმის მიერ მოეწყო და მყუდრო და ოჯახურ გარემოს ქმნიდა არა მხოლოდ დამთავალიერებლებისათვის, არამედ თავად ბენეფიციარებისთვისაც.
ამ ოჯახების ხილვადობა საზოგადოებაში დაბალია, ქალთა ფონდმა საქართველოში ადრეც მოაწყო მსგავსი გამოფენა და მომავალშიც აპირებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქველმოქმედო გამოფენების საშუალებით.