სასამართლო სხდომა

15.02.2019 01:11

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბოლნისის ყოფილ გამგებელს გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს . პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა განიზრახა შპს „ხიდისყური-2 000“-ის ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. ამასთან, არევაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: