დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში

29.10.2025 01:18

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში მცხეთა თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული. მან სხდომაზე შესვლა მედიასთან ერთად მოითხოვა, თუმცა ის ჟურნალისტებთან ერთად არ შეუშვეს. სასულიერო პირის თქმით, უნდა ესაუბრათ მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე. მასთან საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ სხდომას მედიის გარეშე დასწრებოდა. არქიმანდრიტ დოროთეს თქმით, კომისიამ საჯაროდ უნდა განიხილოს, თუ რა პრეტენზია აქვთ მასთან მიმართებით. მისივე ინფორმაციით, მას კითხვები წინასწარ გაუგზავნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: