254

ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გაათავისუფლეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განამწესეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად ეპარქიული კომისიის შუამდგომლობაში არქიმანდრიტის გათავისუფლების მიზეზად „კომისიის უგულებელყოფა, შეურაცხყოფა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა“ ჩაიწერა დოროთე ყურაშვილი დღეს საპატრიარქოსთან იმყოფებოდა - არქიმანდრიტი კომისიის სხდომაში მონაწილეობას საჯაროობის უზრუნველყოფის პირობითა და მედიის თანდასწრებით აპირებდა, რაზე უარის მიღების შემდეგაც საპატრიარქოში შესვლაზე უარი თქვა -- მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: