„ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებული დასკვნა გაასაჯაროვა

01.12.2022 02:43

ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა გაასაჯაროვა. ცენტრის მომზადებული დასკვნით, დაახლოებით 10-მდე დიაგნოზია დადგენილი, რაც შეუთავსებელს ხდის სააკაშვილის პატიმრობას, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული დიაგნოზები არ საჯაროვდება. ჯამში კი საუბარია 20-ზე მეტ დიაგნოზზე. მომზადებული დასკვნა არის 194-გვერდიანი და ახლავს 22 დანართი, სულ ჯანში არის 2 980 გვერდი. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს. ამჟამად კი აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრებს ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან ინტოქსიკაციის შედეგებსაც. „ემპათიას“ დასკვნის მიხედვით, „სააკაშვილი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას“. ასევე დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს ესაჭიროება რამდენიმე ოპერაციაც. დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იყოს აშშ ან ევროკავშირის ქვეყნების რომელიმე წამყვან კლინიკაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ოცნებაში\" თვლიან, რომ სააკაშვილს არა  უმძიმესი დაავადებები, არამედ საკანთან შეუგუებლობა აქვს
03:43

"ოცნებაში" თვლიან, რომ სააკაშვილს არა უმძიმესი დაავადებები,...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან
05:20

მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სპეკულაცია მედიკამენტებით - ახალი საბაბი სააკაშვილის მსხვერპლად წარმოსაჩენად
06:05

სპეკულაცია მედიკამენტებით - ახალი საბაბი სააკაშვილის მსხვერპ...

TV IMEDI

პრესკონფერენცია ცენტრ „ემპათიაში“- სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა
02:40

პრესკონფერენცია ცენტრ „ემპათიაში“- სააკაშვილის ჯანმრთელობასთ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლობისტური კომპანია სააკაშვილის საქმეში
07:06

ლობისტური კომპანია სააკაშვილის საქმეში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადება
01:29

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცენტრი „ემპათია“ დასკვნას აქვეყნებს
01:11

ცენტრი „ემპათია“ დასკვნას აქვეყნებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:44

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო