ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
ხელისუფლება და ოპოზიცია ვენეციის კომისიიდან მიღებულ დასკვნებზე ვერ თანხმდებიან. სხვადასხვანაირად იკითხება შეფასებები, რომლებიც კომისიამ ევროკომისიის ორ პუნქტზე მომზადებული სადავო კანონპროექტების - დეოლიგარქიზაციის და სასამართლოს რეფორმის პროექტების შესახებ გამოგზავნა. ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. დავიწყოთ დეოლიგარქიზაციის პროექტით, რომელიც მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონმდებლობიდან პირდაპირ თარგმნა. ვენეციის კომისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემურ მიდგომას ითხოვს და მიიჩნევს, რომ საქართველოდან გაგზავნილ კანონპროექტში უფრო პერსონალური მიდგომაა აქცენტირებული. კომისიის პოზიციაა, რომ მსგავს მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და შესაძლოა ის ოპოზიციაზეც გავრცელდეს. ვენეციის კომისიისთვის გაურკვეველია და დაზუსტება სჭირდება იმ კრიტერიუმებსაც, რომელთა მიხედვით პირს ოლიგარქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მსგავსი დასკვნა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ დეოლიგარქიზაციის არსებული კანონპროექტი ევროკომისიის შესაბამის პუნქტს ვერ პასუხობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ დასკვნას მარტში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ჰერმან საბოსთან
TV IMEDI