ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე


ხელისუფლება და ოპოზიცია ვენეციის კომისიიდან მიღებულ დასკვნებზე ვერ თანხმდებიან. სხვადასხვანაირად იკითხება შეფასებები, რომლებიც კომისიამ ევროკომისიის ორ პუნქტზე მომზადებული სადავო კანონპროექტების - დეოლიგარქიზაციის და სასამართლოს რეფორმის პროექტების შესახებ გამოგზავნა. ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. დავიწყოთ დეოლიგარქიზაციის პროექტით, რომელიც მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონმდებლობიდან პირდაპირ თარგმნა. ვენეციის კომისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემურ მიდგომას ითხოვს და მიიჩნევს, რომ საქართველოდან გაგზავნილ კანონპროექტში უფრო პერსონალური მიდგომაა აქცენტირებული. კომისიის პოზიციაა, რომ მსგავს მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და შესაძლოა ის ოპოზიციაზეც გავრცელდეს. ვენეციის კომისიისთვის გაურკვეველია და დაზუსტება სჭირდება იმ კრიტერიუმებსაც, რომელთა მიხედვით პირს ოლიგარქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მსგავსი დასკვნა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ დეოლიგარქიზაციის არსებული კანონპროექტი ევროკომისიის შესაბამის პუნქტს ვერ პასუხობს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან