როგორ განვითარდება პროცესები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით


როგორ განვითარდება პროცესები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით? ვეტოს გამოყენებაზე პრეზიდენტის უარის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი, კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმების თაობაზე პარლამენტში  კანონპროექტის დარეგისტრირებას გეგმავს.

ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია და მას ხელისუფლების გავლენას უკავშირებს, მმართველი გუნდი კი პრეზიდენტის პოზიციას დადებითად აფასებს და კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან კანონის სრულ შესაბამისობაზე საუბრობს.

თავად პრეზიდენტი კი კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის შენიშვნებს ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

ნათია ქენქაძის სიუჟეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან