ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება
მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ღარიბებში კი, ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება. ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებელყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექმნილ მექანიზმს და პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც, ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალაქეების აცრა, ზოგან კი, ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ. მისი თქმით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოს ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე დააანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც კოვიდ-19-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. მისი თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
WHO-ს გენერალური დირექტორის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰანს კლუგეს ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფაიზერის“ ვაქცინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიოში კოვიდი ვრცელდება - გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze Fra...
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster