თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი იზრდება
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40 640-ს მიაღწია. სტიქიის ზონაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 80 ქვეყნიდან 11 ათასზე მეტი საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს. თურქეთის სამხრეთ ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევებში თითქმის 300 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მიწისძვრისგან დაზარალებული თურქეთის ათი რაიონიდან, ამ დროისთვის 430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 5 700-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის შეფასება 830 000-ზე მეტ შენობაში მოხდა. რაც შეეხება სირიას, აქ სტიქიას 5 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილობრივი ადმინისტრაცია ჰუმანიტარულ წვდომას ბლოკავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთსა და სირიაში დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთსა და სირიაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა ამ დროისთ...
Euronews Georgia
ძლიერი მიწისძვრა თუქრეთსა და სირიაში - რეპორტაჟი სტიქიის ზონ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 0...
TV IMEDI
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 41ათასს აჭა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster