სოციალური კამპანია "ჩაერთე და მართე" - სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისთვის

11/13/2023
Radio Atinati-ის მიერ

რა მიზნით ჩატარდა სოციალური კამპანია, ასოციაცია „დეას“ პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში, რატომ შეირჩა ამისთვის ავტომოგზაურობის ფრომატი, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საინიციატივო ჯგუფების და მათი თემების წარმომადგენლები, როგორ აფასებენ ისინი კამპანიას და რა მოლოდინები აქვთ, ამის შესახებ საუბრობენ გადაცემაში: პროექტის კოორდინატორი - ნინი თოდუა, ზუგდიდი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი - ანი ჭანია (სტუდია), წალენჯიხის საინიციატივო ჯგუფის წევრი - შორენა შონია (სატელეფონო ჩართვა), ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრი - ლევან მაშავა (სატელეფონო ჩართვა); ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენმ - დან - მაია კალანდია.

სოციალური კამპანია ტარდება ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია \"დეა\" ახორციელებს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან