„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება


ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება მიღწეულია.
20-დღიანი გაფიცვა ბორჯომში დასრულებულია და ოფიციალურად შეწყდება როგორც კი დასკვნით სამედიაციო შეხვედრაზე შეთანხმება გაფორმდება. გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა კომპანია „IDS ბორჯომის“ ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები და მოთხოვნები. გაფიცულების ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება დღეს დაიფარება, გაფიცვის პერიოდში განაცდურის ანაზღაურების თაობაზე კი პასუხს დღის ბოლოს შეატყობინებენ. კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო. 2021 წლის ხელშეკრულებები ამ ეტაპზე ძალაში დარჩება. ორივე ქარხნის თანამშრომლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი სავარაუდოდ უკვე ხვალ შეხვდება მედიატორს. უნდა გაფორმდეს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან