#მოამბე 21 საათზე, 18 მაისი, 2021 #LIVE

18.05.2021 01:17:25

• ორდღიანი ვნებათაღელვის შემდეგ დმანისში სიმშვიდეა - საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ; პირველი არხი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელთა დასჯას ითხოვს

• „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად ახალი თანამშრომლების აყვანას გეგმავს - ქარხნის ადმინისტრაცია გაფიცულებს საბოტაჟში ადანაშაულებს

• ქვეყნის ეპიდ-ვითარება კვლავ რთულია - საქართველო „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციას მომავალი კვირიდან იწყებს; სპეციალისტები პრეპარატის მაღალ ეფექტურობაზე საუბრობენ

• ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს - იზრდება მსხვერპლთა და დევნილთა რაოდენობა; საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დასტაბილურებას ცდილობს

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub